|
2018-02-13 12:51:36, 1881 ნახვა
სამართალი
პროკურორი: გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა
"ველოდით, რომ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მომზადების ნაწილში აუცილებლად დამნაშავედ სცნობდნენ, რადგან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული მტკიცებულებები წარდგენილი გვქონდა“, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სააპელაციო სასამართლოს მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე მამა გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა. უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა კიდევ ერთხელ პროკურატურა მოტივის ნაწილში გადაწყვეტილებას. აღნიშნულის თაობაზე ისინი განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ ჩამოყალიბდებიან. „სამოტივაციო ნაწილს, დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გავეცნობით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ თუ არა. ამ ერთი წლის განმავოლბაში ორივე ინსტანციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი მამალაძემ განზრახ მკვლელობა ნამდვილად მოამზადა, ნამდვილად შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის რომ დამნაშავეა და ის განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ. შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ მამალაძის მინართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. თავად მსჯავრდებული გიორგი მამალაძე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)