08:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 13:30:58, 1609 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ვერ გეტყვით ოპოზიციისთვის როგორი იქნება სააკაშვილის შეგონება, არ მგონია, რაიმე ღირებულება ჰქონდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციას მოუწოდა, საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინონ.

"ნუ ვიჩქარებთ, ვფიქრობ რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და თავისი ეტაპი. ამიტომ ოპოზიციისთვის როგორი იქნება მიხეილ სააკაშვილის შეგონება თუ რჩევა მე ვერ გეტყვით. არამგონია, მას ჰქონდეს რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა და ღირებულება, გარდა იმ ჯგუფისა, რომელსაც ის წარმოადგენს. ამიტომ ამაზე სერიოზულობით არ ვისაურებ“, - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„როდის დასახელდება და ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი, ამასაც თავის დროზე გაიგებთ. არც ისე დიდი ხანია დარჩენილი",-აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამასთან, კითხვაზე - რამდენად სასურველი კანდიდატია გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციისთვის, ბესელიამ ასე უპასუხა:

"ვისთვის როგორ. შეიძლება გარკვეული ჯგიფისთვის იყოს, შეიძლება არა. თავა შევიკავებდი ასეთი პროგნოზებისგან, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკური რეალობა და ცხოვრება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, აქვს თავისი დამახასიათებელი თავისებურებები. მეც ვიცი, რომ ძალიამ რთულია, ერთი ადამიანის, ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება. ოპოზიცია თავად გადაწყვეტს, როგორ დაალაგებს თავის სტრატეგიას. ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანოა ჩვენთვის და ქვეყნისთვის, სტაბილურობის და ერთიანობის იდეა, ამიტომ კანდიდატების დასახელების დროსაც ბევრი ფაქტორი იქნება გათვალისწინებული",-განაცხადა ბესელიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics