|
2018-02-09 15:23:31, 2113 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების გაზიფიცირება გრძელდება
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი ბინების გაზიფიცირება გრძელდება. გუდამაყრის ქ. N2ა-ში, ყოფილი ნევროლოგიური კლინიკის შენობაში მცხოვრები დევნილებისა და სოციალურად დაუცველთა 144 ოჯახი ბუნებრივი აირით უკვე სარგებლობს. კომპაქტურად დასახლებულ ობიექტში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარე წელს დასრულდება. ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „როგორც ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში, ისე ამ შენობაშიც, იმდენად ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემაა, რომ ყველაფრის ერთდროულად მოგვარება ვერ მოხერხდება. ამიტომ, მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს ეტაპობრივად ვაწესრიგებთ. ამ დროისთვის, პრიორიტეტია შენობის გაზიფიცირება, რისთვისაც გამგეობა თითოეულ ოჯახს 400 ლარით აფინანსებს. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება და უახლოეს მომავალში, პროცესი მთლიანად დასრულდება. ასევე, ბოლო სამი წლის განმავლობაში, კონკრეტულად, ამ ჩასახლებაში გავარემონტეთ სადარბაზოები, შევცვალეთ კანალიზაციის შიდა ქსელი და გარკვეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მიმდინარე წელსაც განვახორციელებთ“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. გასულ წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, ყოფილი ნევროლოგიური კლინიკის შენობის მცხოვრებლებთან ერთად, სხვა სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების გაზიფიცირების თანხებიც აანაზღაურა. 2017 წლიდან დღემდე, სულ 225 ოჯახი დაფინანსდა, მიმდინარე წელს კი, გამგეობის ბიუჯეტიდან 200 საცხოვრებელი ბინის გაზიფიცირებისთვის საჭირო თანხები გამოიყოფა. (NS)
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)