12:16 - 23 Jul, 2026
|
2018-02-09 11:20:54, 1730 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა ეკომიგრანტ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე წალკის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტ ოჯახებს ესტუმრნენ და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. სოზარ სუბარი წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცენტრში მაკარაძეების 9-სულიანი ოჯახისთვის სახლის საკუთრებაში გადაცემის პროცედურასაც დაესწრო. ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, წალკის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, სახლი 500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი გრძელდება. (NS)
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)