|
2018-02-08 11:25:33, 1786 ნახვა
საზოგადოება
„112“-ის თბილისის ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა
მიმდინარე წლის 7 თებერვალს, „112“-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, „112“-ის თბილისის ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება გადაუდებელი შემთხვევების დროს ქცევის წესების შესახებ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავად ენახათ, თუ როგორ ეხმარებიან „112“-ის ოპერატორები მოქალაქეებს, როცა წამები გადამწყვეტია. ახალგაზრდებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ სწავლება ჩაუტარეს. სწავლებაზე მიღებული ცოდნის შედეგად, ახალგაზრდები, გადაუდებელი შემთხვევების დროს, დამოუკიდებლად შეძლებენ ახლობლებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე. აღნიშნული ინიციატივა ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად განხორციელდა. კვლევის თანახმად, 80%-ია იმის ალბათობა, რომ ადამიანს, თავისი ცხოვრების განმავლობაში, ერთხელ მაინც დასჭირდეს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა ახლობლებისთვის. ასევე, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 10-დან 8 ადამიანმა არ იცის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები, რაც იმას გულისხმობს, რომ მშობლების 82% უძლურია დაეხმაროს შვილს(ებს), სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე. 11 თებერვალს როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, 112-ის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის მიზანს გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს. ყოველწლიურად, საქართველოს „112“ ამ დღეს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას ატარებს. (NS)
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)