|
2018-02-08 11:00:19, 1849 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: უნივერსიტეტმა შეასრულა ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა ეკლესიას, მაგრამ ვერ შეძლო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თსუ-ში მიმდინარე ღონისძიებაზე შეკრებილებს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პატრიარქის თქმით, უნივერსიტეტი ქართული კულტურის, ქართული წარსულის, აწმყოსი, სულიერების, ინტელექტისა და მომავლის მაჩვენებელია. "მინდა, უპირველეს ყოვლისა, პატივი მივაგო და დავლოცო ის ადამიანები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მინდა, დავლოცო ის პიროვნება, რომელმაც პირველმა დალოცა უნივერსიტეტი- უწმინდესი და უნეტარესი კირიონი კათოლიკოს პატრიარქი საქართველოსი. მან შეასრულა პარაკლისი უნივერსიტეტის დალოცვისა. უნივერსიტეტი არის მაჩვენებელი ქართული კულტურისა, ქართული წარსულისა, აწმყოსი და მომავლის. ეს არის მაჩვენებელი ჩვენი ინტელექტისა, სულიერობისა. მძიმე პერიოდი განვლო საქართველომ ამ უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, მაგრამ ის მიღვაწეობა, რომელიც განვლო უნივერსიტეტმა, არის საოცრება. ეს არის ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა ეკლესიას და ვერ შეასრულა, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძინე ტვირთად დააწვა ქვეყანას, ვერ წარმოვიდგენთ საქართველოს ჩვენი დიდი მეცნიერების გარეშე. მქონდა საშუალება, დავესწარი კორნელი კეკელიძის გარდაცვალებას. იმ დროს კათალიკოს პატრიარქი ბრძანდენოდა ეფრემ მეორე და ის იყო მიღვაწე კეკელიძისა. სახელი ეფრემი კეკელიძემ აურჩია მას. ჩვენ წავედით მის სახლში და ჩვენ ვემთხვიეთ მის ხელს გარდაცვალებულს. უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს ასეთი დიდი წარსული, ასეთი თავდადებული პროფესორ- მასწავლებლები, არანაკლები მომავალი ექნება. დალოცვილი იყავით რექტორატი, პროფესორ- მასწავლებლები, სტუდენტები. დალიცვილი იყოს საქართველო, რომელსაც გააჩნია ასეთი დიდი სულიერი საუნჯე", - ბრძანა პატრიარქმა. მან ასევე საზოგადოებას მეფე დავით აღმაშენებლის დღესაწაული მიულოცა.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)