|
2018-02-07 18:00:39, 2130 ნახვა
სამართალი
ბიზნესომბუსმენმა „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი პირად კონტროლზე აიყვანა
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი პირად კონტროლზე ამყავს", -ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. როგორც ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებებს „ბადაგონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესი არ შეუჩერებია და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ აღნიშნული პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვა უზრუნველყოს. ბიზნესომბუდსმენის თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას საქმის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა. „პრემიერის დავალებით, პირად კონტროლზე იქნება აყვანილი კომპანია „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. როგორც ჩემთვის ცნობილია, საგამოძიებო სამსახურის მოქმედებებს არ შეუჩერებია კომპანიის საწარმოო პროცესი და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით „ბადაგონის“ დამფუძნებლებს, საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით,“- განაცხადა ლექვინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)