|
2018-02-07 17:11:13, 1938 ნახვა
საზოგადოება
დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. როგორც ექიმმა აღნიშნა, გუგეშაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა და პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს. "ამჟამად პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ოპერაცია ჩატარდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო, იყო გულმკერდის ჭრილობა. შესაბამისი სირთულის ოპერაცია ჩატარდა", - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ. შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)