06:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 15:26:22, 1617 ნახვა

კომენტარი
თუბა ჩაბუქი: პროცესის გადადება ნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს კარგად შეისწავლის

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქი დღევანდელ სასამართლო პროცესს დადაბითად აფასებს.

მისი თქმით, ვინაიდან, პროცესი 19 თებერვლამდე გადაიდო, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს კარგად შეისწავლის.

„კიდევ კარგად შეისწავლის სასამართლო და მისთვის გასაგები იქნება, თუ რაშია საქმე“, - განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ნაწილობრივ დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სჭირდებათ გარკვეული დრო, რათა გაეცნონ სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილ პოზიციას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics