|
2018-02-05 21:17:31, 1914 ნახვა
საზოგადოება
მუშა: კომპანიისგან გვქონდა შემოთავაზება, „ვარკეთილში“ დაკიდულ ჭერზე დეფექტები დაგვემალა
შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ დაქირავებული მუშა, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, „რუსთავი2“-თან მეტროში ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ჭერი თავიდანვე არასწორად გაკეთდა, რომლის საქმის კურსშიც იყვნენ კომპანიის ხელმძღვანელები. თუმცა, როგორც დავით ტაბახმელაშვილი ამბობს, მათ მუშებს დეფექტების დაფარვა შესთავაზეს: „სიმყარე არ ჰქონდა, დასკდა, არ იყო სწორად გაკეთებული.მატარებელი რომ მოძრაობდა, ჭერი ქანაობდა,არ იყო მყარად გაკეთებული. გააკეთეს ნათურები, რითიც დამალეს დეფექტები. შემოგვთავაზეს ახლიდან დაგვეშპაკლა, თანხის მომატებაც შემოგვთავაზეს, მაგრამ უარი განვაცხადეთ, რადგან არ გვიღირდა, ეს დაკიდული ჭერი ამხელა მასას, ამდენ ცარცს ვერ გაუძლებდა და შეიძლება უფრო მალე ჩამონგრეულიყო. გვქონდა შემოთავზება, რომ დაგვემალა დეფექტები“,-განუცხადა „კურიერს“ მუშამ. მისივე ინფორმაციით, სამუშაოების შესამოწმებლად ექსპერტები არ მისულან. „ყვარელრემმშენი“ სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო. „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოვარდნის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)