|
2018-02-02 16:57:02, 2010 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების რეფორმირებას იწყებს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე, თბილისის N5 საქალაქო ბიბლიოთეკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. კახა კალაძე ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდა და შენობაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. თბილისის მერმა დედაქალაქში არსებული საქალაქო ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობასა და ამ მიმართულებით, რეფორმის დაჩქარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, თბილისში არსებული 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში მძიმე მდგომარეობაა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს. „საქალაქო ბიბლიოთეკებში ძალიან მძიმე სიტუაციაა. სამწუხაროდ, 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში მეტ-ნაკლებად ანალოგიური მდგომარეობაა. ცხადია, ამ მიმართულებით, გარკვეული რეფორმების განხორციელებაა საჭირო. ჩემს მოადგილეს უკვე დავავალე, რომ წარმოადგინონ კონცეფცია, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, რათა ბიბლიოთეკა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. ამ პირობებში მუშაობაც შეუძლებელია და ისიც, რომ ადამიანი მივიდეს და რამით დაინტერესდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის 1884 წელს დაარსებულ N5 ბიბლიოთეკაში კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ. (NS)
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)