|
2018-02-02 13:11:12, 1789 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი შსს-სთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადაცემის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იაპონიის მთავრობამ 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. დედაქალაქის მერმა იაპონიის მთავრობას შსს-სთვის ახალი ავტომანქანების გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა, შინაგან საქმეთა მინისტრს კი, რეფორმების განხორციელების კუთხით, წარმატება უსურვა. „ეს საპატრულო პოლიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი გახარია მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს, რაშიც წარმატება მინდა ვუსურვო. ზოგადად, პოლიცია და მისი სწორად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას სიცოცხლის ფასად იცავენ. ამიტომ, მინდა თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებენ და წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გარემოსთან მეტად თავსებადი ავტომანქანებით ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპს იწყებს. ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო ელექტრომობილები სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა. 2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას არასაპროექტო საგრანტო დახმარება გადასცა, რომელიც ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას ისახავდა მიზნად. გრანტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემებმა კორპორაცია „მიცუბიშისთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, 96 ავტომობილი შეიძინა. ავტომანქანების გადმოცემის ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში იაპონიის ელჩი, იაპონიის საელჩოს თანამშრომლები, კორპორაცია „მიცუბიშის“ წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. (NS)
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)