10:36 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 21:41:27, 2314 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში, პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს

თბილისის № მე-100 ბაგა-ბაღში დღეს დილით, პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს.  ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

თბილისის ბაღებს კვების პროდუქტებით, კომპანია "ნილი" ამარაგებს. პურპროდუქტები კომპანიის საცხობში ცხვება და შემდეგ ბაღებში ნაწილდება.

"ნილის" დირექტორის კახა გიორგაძის მტკიცებით, სახეზეა დივერსია. მისივე ინფორმაციით, კომპანიის სადისტრიბუციო მანქანიდან 27 ბაღის გასაღებია მოპარული.

"ბაღებს ვამარაგებთ ოთხკუთხედი პურებით. ის პური, რომელშიც საკანცელარიო დანა აღმოაჩინეს, ბატონია და ჩვენი პური არ არის. საინდან მოხვდა ბაღში არ ვიცი. ბაღების მომარაგება დავიწეთ 15 იანვრიდან. ყველანაირად ხარისხიანი პროდუქციით ვამარაგებთ. რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას - გუშინ იყო, რომ ბანანით ბავშვები მოიწამლნენ, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები იყვნენ და არავითარი მოწამლვა არ იყო. ჰქონდათ ენტერო ვირუსი. ჩვენი სადისტრიბუციო მანქანიდან 27 ბაღის სასადილოს გასაღები მოიპარეს. ვიღაცამ იცოდა, რომ მანქანაში ეს გასაღები იდო. რა აზრი ჰქონდა ამ მოპარვას?! ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მივმართეთ", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა "კურიერის" ეთერში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics