09:45 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 16:26:12, 2012 ნახვა

საზოგადოება
მარეგულირებელი: მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, აფთიაქებს მედიკამენტების ქართულენოვანი ინსტრუქციის გაცემა ევალებათ

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს  ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია აფთიაქში მოითხოვოს შეძენილი სამკურნალო საშუალების ქართულენოვანი გამოყენების ინსტრუქცია.

„ მოთხოვნის შემთხვევაში, აფთიაქმა  უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის ქართულენოვანი ვერსიის მიწოდება.

მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, აფთიაქმა  თვალსაჩინო ადგილზე უნდა განათავსოს განცხადება, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ მოითხოვონ წამლის გამოყენების ქართულენოვანი ინსტრუქცია და მიიღონ მოთხოვნისთანავე.

მკურნალობის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისა და  მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტო აფთიაქებს მოუწოდებს  აღნიშნული  ვალდებულების აქტიური აღსრულებისკენ“,-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics