|
2015-05-13 17:35:48, 461 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: დღეს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობაა, თუ ვის ისურვებს მომავალ ხელისუფლებად
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოპულარულ პოლიტიკოსთა რიგებში რომ არ ლიდერობს, ბუნებრივია. ამის შესახებ ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში NDI–ის პოლიტიკური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ყველა სირთულე, რომელიც დღეს საქართველოშია, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირთან ასოცირდება. „ცხადია, მისი მონაცემები რაიმე განსაკუთრებული ცვლილებების მიმანიშნებელი არ არის. ამასთან, უნდა ვაღიაროთ,რომ საკუთარი აზრის გამოთქმის თავისუფლების ხარისხი იზრდება და აზრთა სხვადასხვაობაც მრავალფეროვანია“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა. ექსპერტის განცხადებით, NDI –ის კვლევის თანახმად, ქართულ საზოგადოებაში არ არის იმის მზაობა, რომ ხელისუფლება მოქმედი პოლიტიკური სუბიექტებით იყოს დაკომპლექტებული. ნდობის შემცირება კი, ცისკარიშვილის შეფასებით, ხელისუფლების ნაკლები თვითკრიტიკის შედეგია. მან აქვე დასძინა, რომ ჯანსაღი კრიტიკა წარმატების წინაპირობაა. ცნობისთვის, დღეს NDI–მ მედიას პოლიტიკური რეიტინგების კვლევის შედეგები გააცნო, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ რეიტინგი წინა წელთან შედარებით შემცირდა. ამასთან, კვლევის თანახმად პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. პრეზიდენტის საქმიანობა 52%-ს მოსწონს. 51% „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას საქმიანობას დადებითად აფასებს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის – 44%, ხოლო 45% პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის საქმიანობას. გამოკითხულთა 40%-ს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა მოსწონს, 31%-ს კი არა. მოსახლეობის 33% თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის საქმიანობას დადებითად აფასებს, 34% კი უარყოფითად.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)