|
2018-01-26 18:36:56, 1145 ნახვა
რეგიონი
ფინელები აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია ფინეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Matka Nordic Travel Fair“ გაუწია. გამოფენის ვიზიტორები აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებს რამდენიმე დღის განმავლობაში ეცნობოდნენ. ზღვისა და მთის ტურისტულ პროდუქტებთან ერთად, ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ტურისტულმა მიმართულებამ მიიპყრო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა. „Matka Nordic Travel Fair“ ჩრდილოეთ ევროპაში ერთ-ერთი მასშტაბური ტურისტული გამოფენაა. წელს, მასზე 1000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია 80 სხვადასხვა ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. მას ყოველწიურად 50 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. 2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს ჯამში 27 ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენებზე გერმანიაში, ინგლისში, ესპანეთში, ისრაელსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)