06:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 16:50:18, 2675 ნახვა

მსოფლიო
იულია ტიმოშენკო და რადას 9 დეპუტატი მზადაა, მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს

უკრაინის პარლამენტის 10-მა დეპუტატმა, მათ შორის პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ განაცხადეს, რომ მზად არიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავდებაში ჩაუდგნენ. 

ამის შესახებ მათ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ და თავდებში ჩავუდგებით მიხეილ სააკაშვილს და ასევე სასამართლოს ვთხოვთ ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდა“, - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი,მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა  5 დეკემბერს დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობა და რუსეთიდან 500 ათასი დოლარის მიღება ედება  ბრალად.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics