06:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 16:23:53, 2910 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ბრიტანული კომედიის „სტალინის სიკვდილი“ ჩვენება აიკრძალა

რუსეთის კულტურის სამინისტრომ ბრიტანული კომედიის „სტალინის სიკვდილის" ჩვენება დაბლოკა, - ამის შესახებ Currenttime იუწყება.

როგორც რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ განმარტა, კინოთეატრებში ფილმის ჩვენების აკრძალვა განპირობებულია იმით, რომ ფილმში ისტორიის დაცინვას აქვს ადგილი.

"ძველი თაობის ბევრი ადამიანი და არა მარტო, აღიქვამენ ამ ფილმს როგორც შეურაცხმყოფელ დაცინვას საბჭოთა კავშირის მიმართ, ქვეყნის მიმართ, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა, იმ ჯარის და ხალხის მიმართ, რომელიც იბრძოდა. რაც ყველაზე საშინელია, ფილმი დასცინის სტალინიზმის მსხვერპლ ადამიანებს. არსებობს მორალური ზღვარი კრიტიკულ ანალიზსა და დაცინვას შორის", - განაცხადა რუსეთის კულტურის მინისტრმა.

რუსეთის კინემატოგრაფიის დეპარტამენტის წარმომადგენლის ოლგა ლუბიმოვას თქმით, ფილმის დაბლოკვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც "მისი ნაწილის საჯაროდ ჩვენების შემდეგ დადგინდა, რომ ფილმში არსებული ინფორმაცია ქვეყნის კანონით არის აკრძალული".

მედია საშუალების ინფორმაციით, ფილმის დახურულ ჩვენებას ესწრებოდენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები.

თავად რეჟისორის არმანდო იანუჩის თქმით, ფილმის მომზადების დროს კონსულტაციებს ექსპერტებთან და რუსეთის იმ მოქალაქეებთან გადიოდა, რომლებიც სტალინის დროს იზრდებოდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics