08:06 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 12:13:36, 2270 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს.

როგორც კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განმარტა, მერია სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე მუშაობას, რათა მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს.

მისივე თქმით, ტაქსის სერვისის განვითარება ეტაპობრივად მოხდება.

”კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ჩვენ გვგონია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის, არის ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება.

თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქტის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს. თბილისი აუცილებლად იქნება - ჯანსაღი, საცობებისგან თავისუფალი და სიცოცხლით სავსე ქალაქი”, - განაცხადა კახა კალაძემ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics