06:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 18:45:39, 2592 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში გერმანული გამოცემის ჟურნალისტები დააკავეს

თურქეთში გერმანული გამოცემის Tagezeitung-ის ფილიალში მომუშავე ჟურნალისტები დააკავეს, - ამის შესახევ DW იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტების დაკავება ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა.

"ანკარაში იმ ჟურნალისტების სახლებს ჩხრეკენ, რომლებსაც აფრინში ომის საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდათ. მათ შორის არიან ჩვენი რეპორტიორები ჰაირი დემირი და სიბელ ჰურტაში, რომლებიც Arti Gercek-ისთვის მუშაობდნენ. ჟურნალისტი იდრის ილმაზი ქალაქ ვანში, ხოლო ნურჩან ბაისაში და იშაკ ქარათაში სტამბულში დააკავეს“, - წერს გამოცემის წარმომადგენლობა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

რეპორტიორები დემირი და ჰურტაში სამ დღიან პატიმრობაში იმყოფებიან. ისინი ხალხში ძალადობის პროვოცირებაში არიან ეჭვმიტანილები.

”ეს არის დაპატიმრებების კიდევ უფრო დიდი ტალღის ნაწილი, რომელიც მიმართულია ნებისმიერის საწინააღმდეგოდ, ვინც მშვიდობაზე საუბრობს. ძნელია ზუსტად განისაზღვროს, თუ რამდენია დაკავებული, მაგრამ სულ ცოტა 50 იქნება. ყველას ეშინია, თვითონ არ აღმოჩნდეს შემდეგი“, - აღნიშნა გაზეთის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ალი ჩელიქანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიაში ტანკები შეიყვანა. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 153 დარტყმა განახორციელეს. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა თურქულ ქალაქ რეიჰანლიში სარაკეტო იერშის შედეგად, რომელიც აფრინის რაიონიდან განხორციელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics