|
2018-01-23 13:53:59, 2682 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პოლიციამ ნეაპოლიტანური მაფიის „კამორას“ 45 წევრი დააკავა
იტალიის პოლიციამ ნეაპოლიტანური მაფიის „კამორას“ 45 წევრი დააკავა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, 2011 წლიდან „მოჩას“ კლანი, ლაციოსა და რამდენიმე მიმდებარე ქალაქს აკონტროლებდა. დაკავებულებს ბრალი ედებათ, იარაღის უკანონოდ ტარებასა და შენახვაში, ასევე ფულის გამოძალვასა და გათეთრებაში. დაკავებულია კლანის მეთაური ლუიჯი მოჩა და დაჯგუფების წევრი რამდენიმე ქალი. ასევე გამოძიების მსვლელობისას შესაძლებელი გახდა მაფიის ხელმძღვანელებზე გასვლა, რომლებიც ციხეში სხედან, თუმცა კლანის მართვას იქიდან ახერხებდნენ. სამართალდამცელების თქმით, მათ შეძლეს იმ პირების დაკავებაც, რომლებიც ცნობილი მაფიოზის ე.წ „კამორას ქვრივის“ ანა მაცცას დაჯგუფების წევრები იყვნენ. „კამორა“ იტალიურ მაფიოზურ კლანებს შორის ყველაზე სასტიკად მიიჩნევა. კლანი განსაკუთრებით ცნობილი გახდა პუბლიცისტ რობერტო სავიანოს წიგნის „გომორას“ გამოქვეყნების შემდეგ, სადაც საუბარია, კლანის ჩამოყალიბებაზე, მის განვითარებაზე და ასევე ტოქსიკური ნარჩენების უტილიზაციაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)