07:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 12:46:40, 1866 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი ჭანტურიას დაკითხვაზე: ჩემი მოადგილე, ასრულებდა თავის ფუნქციას - არანაირ გადამეტებას ადგილი არ ჰქონია

„ჩემი პირველი მოადგილე პირდაპირ ასრულებდა თავის ფინქციას, არანაირ გადამეტებას იქ ადგილი არ ჰქონია“, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლას ახდენდა.

„თუ თავდასხმის ტაქტიკა არის საუკეთესო თავდაცვა და ეს იქნება არჩეული, ამას ჩვენზე არანაირი ზემოქმედება არ ექნება. ჩვენი ამოცანა არის ეს საქმე იყოს გახსნილი და ამას მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა შს მინისტრმა.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, გახარიას თქმით, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც ეჭვი არსებობს, შესაბამისი მოქმედებები გატარდება.

"მინდა გითხრათ, რომ გამოძიება ასრულებს მის ფუნქციას. ბატონი ჭანტურია, გამოძიების ფარგლებში დადგინდა რომ იყო ერთ-ერთი უკანასკნელი,  რომელსაც კავშირი ჰქონდა ბატონ ქუთათელაძესთან და ამიტომ გამოძიება გააგრძელებს თავისი ფუნქციის შერულებას, ყველა სახით. ყველა იმ ადამიანთან, რომლის მიმართაც ეჭვი არსებობს, შესაბამისი ქმედებები იქნება გატარებული",-აღნიშნა მან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics