06:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 10:54:24, 2473 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის მთავრობამ მუშაობა განაახლა

ამერიკის სენატმა, ხმათა უმრავლესობით, მთავრობის მუშაობის განახლებას მხარი დაუჭირა. 

სენატორებმა მოიწონეს რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებების დაფინანსებას 8 თებერვლამდე ახანგრძლივებს.

„დემოკრატებმა“ დოკუმენტს მხარი მას შემდეგ დაუჭირეს, რაც „რესპუბლიკელების“ ლიდერი სენატში, მიტჩ მაკკონელი მათ დაპირდა, რომ ისინი დაუბრუნდებოდნენ არალეგალი მიგრანტებისთვის გარანტიების საკითხის განხილვას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სენატის მიერ მიღებულ დროებით ბიუჯეტს ხელი მოაწერა, რითაც ფედერალური მთავრობის დაფინანსება 8 თებერვლამდე გაგრძელდა.

„დიდი გამარჯვებაა რესპუბლიკელებისთვის დემოკრატების მხრიდან დაფინანსების გაგრძელებაზე თანხმობა. ახლა მსურს დიდი გამარჯვება ყველასთვის, მათ შორის რესპუბლიკელებისთვის, დემოკრატებისა და არასრულწლოვანი იმიგრანტებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი საამაყო სამხედროებისა და სასაზღვრო სამსახურისთვის. შევხვდებით მოლაპარაკების მაგიდასთან!“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. 

2017 წლის 1 ოქტომბრიდან ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც აშშ-ში დროებითი ბიუჯეტი მიიღეს.

20 იანვრის შემდეგ ამერიკის მთავრობის მუშაობა დაფინანსების არარსებობის გამო შეჩერებული იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics