04:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 13:24:12, 2130 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: ყველაფერი, რაც ახლა ხდება, პეტრო პოროშენკოს პირდაპირი ბრძანებაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის ირგვლივ განვითარებულ ყველა მოვლენაში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა დაინტერესებული.

ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კიევში, პეჩორის სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ექს გუბერნატორის თქმით, პეტრო პოროშენკოს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი უკრაინიდან გაძევება.

“ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, არის პეტრო პოროშენკოს პირდაპირი ბრძანება. მან დაარღვია უკრაინის კონსტიტუცია. რა ხდება პროცესზე - ეს არის უპრეცედენტო იურიდიულ პრაქტიკაში. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ დოკუმენტების ფალსიფიცირებით ჩამომართვეს უკრაინის მოქალაქეობა და ეს ბრძანებაც პირადად პეტრო პოროშენკომ გასცა. მათ არ სურთ მიხილონ უკრაინის ციხეშიც კი. სასამართლო ცდილობს უკვე მერამდენედ გამაძევოს ქვეყნიდან უაპელაციოდ. პირობას გაძლევთ, რომ უკრაინაში ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც ესწრებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics