04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-20 13:19:57, 3402 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგია წარადგინა, სადაც საქართველოც არის ნახსენები

პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მატისმა ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგია წარადგინა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

აღნიშნული სტრატეგია,უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა.

პენტაგონმა ქვეყნის მთავარი მოწინააღმდეგეები დაასახელა, რომელთა შორის რუსეთიც არის. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ აშშ-სთვის მთავარ საფრთხეს არა ტერორიზმი, არამედ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენენ. მათთან სტრატეგიული მეტოქეობისთვის პენტაგონი დამატებითი ინვესტიციის აუცილებლობაზე საუბრობს.

"ჩვენ გავაგრძელებთ, ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრა ახლა დიდ ძალაუფლებებს შორის კონკურენცია და არა ტერორიზმი არის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი აქცენტი ვართ მზარდი საფრთხის წინაშე რევიზიონისტი ძალაუფლების მხრიდან და ასეთია ჩინეთი და რუსეთი. ვაღიარებთ, რომ ვერც ერთი სტრატეგია ვერ იარესებებს დიდხანს საჭირო დაფინანსების გარეშე. ამერიკის დასაცავად სტაბილური და გეგმიური ბიუჯეტია აუცილებელი", - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

"რუსეთი ცდილობს ახლოს მდებარე ქვეყნებზე გავლენა იქონიოს, მისი ეკონომიკური და სიპლომატიური გადაწყვეტილებების ფონზე. მას ასევე სურს გაანადგუროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ყველაფერი გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთში დემოკრატიული პროცესების დისკრედიტაციისა და დაზიანებისთვის უკვე იწვევს საკმარის შეშფოთებას, თუმცა როდესაც ეს გაერთიანებულია ბირთვული არსენალის გაფართოებასა და მოდერნიზებასთან, გამოწვევა სრულიად ნათელია"- ნათქვამია დოკუმენტში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics