00:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 14:55:13, 2117 ნახვა

კომენტარი
გმირთა მოედანზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

გმირთა მოედანზე, მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

როგორც ქირურგმა გივი პისერევმა განაცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

"პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არის მძიმე. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა პარამეტრები არის სტაბილური. ჩვენთან შემოსვლისას აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები. მარჯვენა ზემო და ქვემო კიდურზე. ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია და უგრძელდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში", - აღნიშნა პისერევმა.

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს, გმიერთა მოედანზე მდებარე რესტორან "აღაში" ურთიერთშელაპარაკების დროს 3 პირი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ანსამბლის მომღერალია, რომელიც იმ ღამეს რესტორანში მღეროდა. გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics