04:41 - 01 Jul, 2026
|
2018-01-19 13:05:50, 2143 ნახვა
მსოფლიო
რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროზე ავტომობილი ხალხში შევარდა - არის მსხვერპლი
რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 8 თვის ბავშვი დაიღუპა, 15 ადამიანი კი, დაშავდა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი, 41 წლის ანტონიო ალმეიდა დაკავებულია. ის აცხადებს, რომ ეპილეფსია აქვს და ავტომობილის მართვის დროს შეტევა ჰქონდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და ხალხში შევარდა. მძღოლი ანალიზების ასაღებად კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)