03:09 - 01 Jul, 2026
|
2018-01-18 13:26:55, 2744 ნახვა
მსოფლიო
ისტორიაში პირველად, რუმინეთის მთავრობას შესაძლოა, ქალმა უხელმძღვანელოს
რუმინეთის მთავრობას შესაძლოა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალმა უხელმძღვანელოს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში რუმინეთში პრემიერ-მინისტრი მესამედ შეიცვალა. მიხაი ტუდოსის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, მთავრობის მეთაურის პოსტს, სავარაუდოდ, ვიორიკა დანჩილა დაიკავებს, რომლის კანდიდატურაც პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინა. 54 წლის დანჩილა ევროპარლამენტის წევრია. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დანჩილა მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ მხარდაჭერას მოიპოვებს და ქვეყნის მთავრობას ქალი პოლიტიკოსი მალე ჩაუდგება სათავეში. ამ შემთხვევაში კი ის ქვეყნის ისტორიაში პირველი პრემიერი ქალი გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)