|
2018-01-18 11:59:38, 1846 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შსახებ არ იცოდა. კერძოდ, კითხვაზე - „გასულ დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა. საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში. იცოდით თუ არა ამის შესახებ?“ გამოკითხულთა 69%-მა აღნიშნა, რომ „არა“, 25%-მა „დიახ“, 7%-მა კი არ იცის. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)