|
2018-01-18 11:41:20, 1602 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის ახალი მოდელი წარმოადგინა
თბილისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს მერია 100 პროცენტით დააფინანსებს, ხოლო თითოეული პროექტის ღირებულების 10 პროცენტის მოცულობის თანხას ამხანაგობები წარმოადგენენ და საერთო კრების შეთანხმებით, საკუთარ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ საჭიროებებს მოახმარენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით წელს დაახლოებით 28 მილიონი ლარი დაიხარჯება. „არსებული პრაქტიკის ნაცვლად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება მხოლოდ ტენდერის საფუძველზე, რომელსაც გამგეობები გამოაცხადებენ. ასევე, თქვენ იცით, რომ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ თანადაფინანსებით - ამხანაგობებს უნდა შეეგროვებინათ ფული კონკრეტული პროექტისთვის. ეს იყო პროექტის ღირებულების 10-20-30%. ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს ცვლილებები: ჩვენი მხრიდან 100 პროცენტით დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა კონკრეტული პროექტის ღირებულების 10 % წარმოადგენს და ეს თანხა საერთო კრების გადაწყვეტილებით მოხმარდება ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ საჭიროებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ახალი მოდელი ხელს შეუწყობს თანხების რაციონალურ და ეკონომიკურ ხარჯვას. „აღნიშნული სისტემა, ასევე, მაქსიმალურად გამორიცხავს კორუფციის რისკებს, გააძლიერებს გამგეობებისა და ამხანაგობების თანამშრომლობას და მივიღებთ ეფექტიან, გამჭვირვალე, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ სისტემას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)