|
2018-01-18 11:39:30, 1910 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ოჯახში ძალადობა და ადრეული ქორწინება ქალებისთვის პრობლემაა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 81% ფიქრობს, რომ საქართველოში ოჯახში ძალადობა ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს. 72% ამბობს, რომ პრობლემაა ადრეული ქორწინება, ასევე 56% მიიჩნევს, რომ ქალებისთვის პრობლემაა არასასურველი სექსუალური ხასიათის ზეწოლა, 53% ქალებისთვის პრობლემად ასახელებს საბავშვო ბაღების ნაკლებობას, 53%-ქალების სიმცირეს პოლიტიკაში, 47% ამბობს, რომ ქალისთვის პრობლემაა, როცა მათ მემკვიდრეობით არ აძლევენ ოჯახის ქონებას.36%-ისთვის პრობლემურია ის, რომ ქალებს ხელმძღვანელის პოზიციაზე არ ასაქმებენ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)