|
2018-01-16 18:13:28, 2599 ნახვა
საზოგადოება
ხმაური საკრებულოში - მოქალაქის განცხადებით, უფასო სასადილოში აღარ უშვებენ (ვიდეო)
თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციას შოუს დადგმაში ადანაშაულებს. საქმე ეხება სხდომაზე ერთ-ერთი მოქალაქის სიტყვით გამოსვლას, რომელიც ამბობდა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნეს და სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ უფასო სასადილოშიც არ უშვებენ. მოქალაქე ლალი ჯაბანაშვილის განცხადებით, სოციალური დახმარება აღარ ჰქონდა, თუმცა 2017 წელს უფასო სასადილოთი მაინც სარგებლობდა, 2018 წლის დადგომის შემდეგ კი, სასადილოში შესვლაზე უარს ეუბნებიან. საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ ოპოზიციამ ის შოუს დასადგმელად მიიყვანა, რამაც ქალბატონი გააღიზიანა და საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ლალი ჯაბანშვილი საკრებულოში თავისი სურვილით მივიდა. მას შვილი, როგორც ამბობს, აფხაზეთის ომში ჰყავს დაკარგული. ""ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვიყავი და ვიქნები სიკვდილის კარამდე იმიტომ რომ მემორიალზე, რომელიც მიშამ გააკეთა, ჩემი შვილია",-განაცხადა ლალი ჯაბანაშვილმა. მას საკრებულოს შესაბამისი სოციალური სამსახურის წარმომადგენლები გაესაუბრნენ. მოქალაქემ სოციალური დახმარების აღდგენის თაობაზე განცხადება დაწერა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)