03:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 16:49:30, 2633 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილის დაკითხვა დასრულდა - „გამომძიებლებმა ხმის ნიმუშების აღება სცადეს“

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსახურს ეჭვმიტანილის სტატუსით ჩვენება მისცა, გამომძიებლები კი, მისი ხმის ნიმუშების აღება სცადეს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"დაკითხვა თითქმის 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს ხმის ნიმუშების აღების საგამოძიებო მოქმედება იყო დაგეგმილი. ამ მოქმედების ფარგლებში ჩვენ საკუთარი განმარტებები და პროტესტი გამოვთქვით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დასრულებულია“, - განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა.

კითხვაზე - ჩააბარა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ხმის ნიმუში, ადვოკატმა პასუხს თავი აარიდა და განმარტა, რომ ეს საგამოძიებო საიდუმლოა.

თავად სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უკომენტაროდ დატოვა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics