|
2018-01-16 15:58:31, 811 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტომ წლის ყველაზე მასშტაბური ტრენინგ-პროგრამის შედეგები შეაჯამა
დღეს, აჭარის დასაქმების სააგენტომ წლის ყველაზე მასშტაბური ტრენინგ-პროგრამის შედეგები შეაჯამა. სააგნტოს დირექტორმა თემურ კახიძემ პროექტის მნიშვნელობაზე და შედეგებზე ისაუბრა. პროექტის ფარგლებში, ბიზნეს სექტორში დასაქმებული 300 ადამიანი ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში გადამზადდა, როგორიცაა: მარკეტინგი და გაყიდვები; ადამიანური რესურსების მართვა; შრომითი და პროფესიული უსაფრთხოება; ორგანიზაციის ფუნქციონირება და ადმინისტრირება; ხარისხის მართვა და მომსახურება; სოციალური მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა. ტრენინგის დასრულების შემდეგ, თითოეულ მოანაწილეს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი. პროექტი ასევე ითვალისწინებდა მასტერკლასებს, რომელიც ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა ტრენერებმა ჩაატარეს დასაქმების, მშენებლობის და სარესტორნო საქმის კუთხით. აღნიშნულმა პროგრამა ხელი შეუწყო ორგანიზაციებში პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მხრივ ცნობიერების გაზრდას, შრომის ნაყოფიერების ამაღლებასა და დამსაქმებლის საქმიანობის მდგრადობას. ქვეპროგრამას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია: შპს ,,აითი-ნოლიჯი" ახორციელებდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)