03:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 12:14:30, 2276 ნახვა

მსოფლიო
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა რუსული პროპაგანდის გავრცელების საშუალებად ქართულ სატელევიზიო არხებს ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა  უმრავლესობა 53% ამბობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს.

29% აღნიშნავს, რომ საქართველოში ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდაა, 28% კი აცხადებს, რომ საქართველოში  აშშ-დან მომავალი პროპაგანდა არსებობს.

ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობას, 53%-ს, მიაჩნია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა ქართულენოვანი სატელევიზიო არხების მეშვეობით ვრცელდება.32% რუსული პროპაგანდის გავრცელების საშუალებად პოლიტიკურ პარტიებს  ასახელებს, 28%-ინტერნეტს, 12%-სამოქალაქო საზოგადოებას,  ხლო 11% არაქართულენოვან  სატელევიზიო არხებს.

ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ  ევროკავშირიდან და აშშ-დან მომავალი პროპაგანდის წყარო  ქართულენოვანი სატელევიზიო არხებია.

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს კვლევის შედეგების პირველი ნაწილი  წარადგინეს.მეორე ნაწილს კი ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ.

კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics