06:09 - 23 Jul, 2026
|
2018-01-16 11:13:52, 1908 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე - აშშ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე - აშშ. კერძოდ, 41% მიიჩნევს, რომ რუსეთი უფრო ძლიერია, 36% ამბობს, რომ აშშ, 15%-ის აზრით თანაბარია მათი შესაძლებლობები ამ კუთხით, 8%-მა არ იცის. ეს შეკითხვა გამოკითხვის დროს პირველად დაისვა. NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინეს.მეორე ნაწილს კი ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ. კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)