|
2018-01-11 15:39:33, 2416 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტარი არ გააკეთა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პანკისის მკვიდრის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ყოფილი პრემიერი დღეს სიონის ტაძარში, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდს ესწრებოდა, რა დროსაც ჟურნალისტებმა მას მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისში დღეს დაკრძალეს. მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარნაგელოზის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. ის 2 კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა მისი გარდაჩენა ვერ მოხერხდა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)