|
2018-01-11 11:00:46, 2410 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ქისტ თანამემამულეებს პატივისცემას უდასტურებს
„მინდა, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნების განმავლობაში თავისი დამოკიდებულებით აარერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება და ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი, გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის პირველი მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახმეტის რაიონში ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და ერთ-ერთი სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საკითხის ირგვლივ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო არის პასუხისმგებელი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად ყველაფერი კეთდება: „საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო არის პასუხისმგებელი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსასმსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად“,-აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)