|
2018-01-10 10:44:32, 1768 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მოსახლეობასა და კერძო კომპანიებს საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, მოსახლეობასა და კერძო კომპანიებს საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამგებლებსა და სხვადასხვა საქალაქო სამსახურის უფროსებს შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა და ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მისი თქმით, 2018 წელი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაშიც მერიის თითოეული თანამშრომლის როლი განსაკუთრებულია. „სადღესასწაულო ღონისძიებები ახლახან დასრულდა და მინდა, მერიის თითოეულ თანამშრომელს, ადმინისტრაციას, კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურებს, უსაფრთხოებას, კეთილმოწყობას, „თბილსერვისსა“ და ათივე გამგეობას მადლობა გადავუხადო, რადგან საახალწლო ღონისძიებები თბილისის ათივე რაიონში ჩატარდა. ასევე, მადლობას ვუხდი კერძო სექტორს. განსაკუთრებით, იმ 17 კომპანიას, რომელმაც ქალაქის მთავრობასთან ერთად, საახალწლო ღონისძიებებზე იზრუნა და სხვადასხვა სკვერები და პარკები მორთო“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მადლობა თბილისის მოსახლეობას კიდევ ერთხელ გადაუხადა, რომელიც საახალწლო გამოწვევას შეუერთდა და სხვადასხვა უბანში სადღესასწაულო დეკორაციებით არაერთი აივანი მოირთო. „ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით წლევანდელი ახალი წელი და მომავალშიც მოგვიწევს თანამშრომლობა იმ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელიც დედაქალაქში გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)