|
2018-01-08 19:28:52, 2984 ნახვა
პოლიტიკა
ჩიხრაძე: არ გავჩერდებით, სანამ რეალურ შედეგს არ მივიღებთ მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების საქმეში
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის მიერ ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესსაბჭოში დანიშვნასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდისგანცხადებები საგანგაშო პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავდა. "ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეფასებები, პირდაპირ პოლიტიკურგზავნილებს შეიცავდა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არაფერი არ შეიცვლება, რომ სისტემაში, რომელმაც შექმნა კოლექტიურიმურუსიძე, ცვლილებები არ იგეგმება, რომ სისტემაში, სადაც შენარჩუნებულია ადეიშვილის მიერ დამკვიდრებული მართვის სტილი,ცვლილებები არ იგეგმება. ეს არის საგანგაშო გზავნილები. ამ ფონზე, მათთვის ბუნებრივია ამ სისტემაში სწორედ მურუსიძე და პრეზიდენტმარგველაშვილისთვის ბუნებრივია, ანა დოლიძის დანიშვნა, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ამ სისტემის წინააღმდეგიბრძოდნენ ბევრი წლის განმავლობაში, წინა ხელისუფლების პირობებშიც და დღესაც. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით გავჩერდეთ, არ გავჩერდებით მანამ სანამ ჩვენ რეალურ შედეგს არ მივიღებთ ამ სისტემისგაჯანსაღების საქმეში", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)