|
2018-01-07 16:06:53, 2300 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა ალილოს მონაწილეებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ალილოს მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მათ საჩუქრები გადასცეს და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. "ჩემო საყვარელო თანამემამულენო, გილოცავთ შობას! გრძელდება საოცარი დღესასწაული. ემოცია ახლის და კეთილის დაბადების. ჩვენ ვუნაწილებთ ამ ემოციას და ჩვენს სიყვარულს ერთმანეთს! მშვენიერია, როდესაც პატარა მომლოცველები მოდიან აქ, ჩვენ კი, მათ სიხარულს და ძღვენს ვუნაწილებთ, რომელიც შემდეგ განაწილდება იმ ადამიანებზე, ვინც შეუძლოდაა, ან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა აქვს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პირველი ლედის მაკა ჩიჩუას განცხადებით, ქრისტეშობის დღესასწაული განსაკუთრებული და გამორჩეულია. "ჩემთვის განსაკუთრებული დღესასწაულია ქრისტეშობა და ყველაზე მეტად მიყვარს. როცა ვფიქრობ პატარა იესო, როგორ წევს თივაზე თავის მშობლების გარემოცვასა და ზრუნვაში, სულ წარმომიდგება ღვთისმშობელი და ყველა დედა მთელ დედამიწაზე. ყველას გილოცავთ ამ უმშვენიერეს დღესასწაულს და ჩვენ გულებში მუდამ ცხოვრობდეს იესო, როგორც ის პატარა ჩვილი, გულწრფელი ადამიანი, ვინც გაგვინათა და დღემდე გვიკვლევს გზას კეთილად", - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ. ალილოს მსვლელობის მონაწილეთა მიერ სამების ტაძარში შეგროვილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში გადანაწილდება.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)