|
2018-01-07 10:56:07, 2032 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაესწრო
ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაესწრო. საშობაო ლიტურგია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. სადღესასწაულო წირვას ბათუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძემ მართლმადიდებლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ,,მინდა მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქვეყანას, სრულიად საქართველოს. სიკეთის, განვითარების, მშვიდობის და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ჩვენი ხალხისთვის" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. საშობაო ლიტურგიის დაწყებამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის რეზიდენციაში იმყოფებოდა სტუმრად.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)