|
2018-01-07 10:23:17, 1748 ნახვა
საზოგადოება
შობა-ახალი წელი კრწანისის რაიონის მოსახლეობას საახალწლო კონცერტით მიულოცეს
კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზემო ფონიჭალაში კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან და საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ გორგაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერის მოადგილემ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მერია მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მიესალმება. „ვულოცავ მთელ თბილისს შობა-ახალ წელს. განსაკუთრებით კი, ვულოცავ კრწანისის რაიონს, ფონიჭალელებს. დღევანდელ ზეიმზე ძალიან დიდი სიხარულია და ჩვენც ძალიან გვიხარია“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. რაიონის მოსახლეობას შობა-ახალი წელი ლევან ჯაფარიძემაც მიულოცა განაცხადა, რომ კულტურულ-გასართობი ღონისძიებები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. „მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო შობა-ახალი წლის დღესასწაული, როგორც კრწანისის მოსახლეობას, ასევე, მთელ თბილისს. მიმაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის და მიხარია, რომ თბილისის მერიისა და კრწანისის რაიონის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე ამდენ გახარებულ პატარას ვხედავ“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა. ზემო ფონიჭალაში გამართულ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს. შესრულდა ასევე, იუმორისტული ნომრები და ცეცხლოვანი შოუ აკრობატების მონაწილეობით. ღონისძიება ფოიერვერკითა და სასცენო შადრევნით დასრულდა. (NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)