|
2018-01-06 14:34:59, 1896 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილის მამა: ავსტრიაში გადაყვანა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა მზად ვართ, გავრისკოთ
პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, შვილის ავსტრიის კლინიკაში გადაყვანაზე თანახმაა. თუმცა, როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ტრანსპორტირება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. "დავთანხმდით ავსტრიარზე, რადგან ავსტრია მედიცინის თვალსაზრისით ძალიან ძლიერი ქვეყანაა. გადაყვანა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა მზად ვართ, რომ გავრისკოთ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მისი საზღვარგარეთ გადაყვანას და მკურნალობის იქ გაგრძელებას ითხოვს. კონსულტაციებს ევროპისა და თურქეთის სხვადასხვა კლინიკებთან ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ უწყებამ გერმანიის კლინიკიდან პაციენტის მიღების თაობაზე უარი მიიღო, ხოლო ავსტრიის კლინიკამ მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა, როგორც ავსტრიის კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის მიღება იმ დრომდე ვერ მოხდება, სანამ ადგილები არ განთავისუფლდება.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)