02:50 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-06 11:11:01, 1905 ნახვა

საზოგადოება
ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება

შობის დღესასწაულზე, ტრადიციული ალილოს მსვლელობის გამო, 7 იანვარს, 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები და ბარათაშვილის აღმართი დროებით დაიკეტება.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. კერძოდ, რუსთაველის გამზირის გახსნამდე, ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ელბაქიძის აღმართის გავლით იმოძრავებენ.

მას შემდეგ, რაც მსვლელობა ბარათაშვილის აღმართს მიაღწევს, ავლაბრიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ავლაბრის მოედანზე დატრიალდებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics