|
2018-01-06 10:54:00, 1743 ნახვა
საზოგადოება
კიკვიძის პარკში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაესწრო. „ვულოცავ ყველას, მთელი თბილისის და განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ამ ახალ წელს. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვხედავ უამრავ პატარა ბავშვს, მათ მშობლებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს. დღეს ჩვენ შევეცადეთ კიდევ ერთი ზეიმი გვეჩუქებინა მათთვის. თბილისის მერია მიესალმება ამგვარ ღონისძიებებს და ამ ტრადიციას მომავალშიც გააგრძელებს„- განაცხადა ილია ელოშვილმა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი ღონისძიების ფარგლებში კიკვიძის ბაღში საახალწლო კარნავალი, პერფორმანსები და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ქართული ესტრადის ახალგაზრდა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა. სალომე ბაკურაძემ, ოთო ნემსაძემ და ნინი ბადურაშვილმა მაყურებელს მრავალფეროვანი რეპერტუარი შესთავაზეს. საკარნავალო კოსტუმებში გამოწყობილმა მონაწილეებმა ღია სივრცეში მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობა, მათ შორის, „დრამ შოუ“ წარმოადგინეს. ღონისძიების სტუმრებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)