|
2018-01-03 15:33:31, 2263 ნახვა
საზოგადოება
„აღმაშენებელზე მდებარე ეკლესია ჩვენია“ - სომეხთა ეპარქია მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს
საქართველოს სომეხთა ეპარქია ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს, - ამის შესახებ VestiKavkaza იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სარჩელი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ეკლესია "ტანდოიანც სურბ ასტვაცაცინს" უკავშირდება. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განცხადებით, აღნიშნული ეკლესია სომხურ ეპარქიას ეკუთვნის. როგორც ეპისკოპოსმა აღნიშნა, ეკლესია მე-19 საუკუნეში აშენდა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ 2017 წლის ივლისში ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. სომხური ეპარქიის შეფასებით, საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება "უსამართლოა" და ეკლესია "მის კანონიერ მფლობელს უნდა გადასცენ". ეპისკოპოსის განცხადებით, მან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ქვეყანაში ვიზიტად მყოფ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს მიაწოდა, თუმცა დასძინა, რომ "პრობლემა თავად ეპარქიამ უნდა მოაგვაროს". "საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ არ შეისწავლა ტაძრის ისტორიული, კულტურული და რელიგიური კუთვნილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიჩნევთ როგორც უსამართლოს, არ მიიღებდა. პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრის დროს შექმნილი ვითარების შესახებ ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ - თუ ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხი არ მოგვარდება, ჩვენ სასამართლოში შევიტანთ სარჩელს. ვთვლით, რომ ჩვენმა ეპარქიამ აღნიშნული საკითხი უნდა მოაგვაროს", - განაცხადა ეპისკოპოსმა. ამასთან, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დასძინა, რომ "თუ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ეკლესია ეპარქიას არ დაუბრუნდება, სარჩელს ევროპულ სასამართლოში შეიტანენ". ამ საკითხს საქართველოს პატრიარქის პრესმდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოში სომხური ეპარქიის სურვილს, სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით მშვიდად აღიქვამენ. "მათ აქვთ უფლება სასამართლოს მიმართონ. ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებობს ყველა მტკიცებულება, რომ ეკლესია არის ქართული. თუ მართლა აპირებენ სარჩელის შეტანას, ჩვენ საქმეს მოვიგებთ და ეს მათი უდიდესი სირცხვილი იქნება", - განაცხადა ბოტკოველმა. ცნობისთვის, ამ ეტაპზე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ეკლესიაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაობს ერთ-ერთი კომპანია საქართველოს საპატრიარქოს დავალებით ახორციელებს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)