|
2017-12-31 10:20:49, 2393 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა, რომლის ბენეფიციარებსაც დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. კახა კალაძემ არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და პანსიონატის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს მათ მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. „მინდა, ჯანმრთელობა, მხნეობა და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. მე, როგორც ქალაქის მერი, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით, რომ არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო უკეთესი იყოს. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც თანადგომა და მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. მერიის იმედი გქონდეთ, რომ ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი, რომელსაც ამჟამად, 56 ბენეფიციარი ჰყავს, თემქის მე-11 მიკრორაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე მდებარეობს. (NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)