|
2017-12-28 16:52:49, 2705 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ათივე რაიონში „ველო სანტები“ იმოძრავებენ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პროექტმა „ველო სანტები“ პეკინის ქუჩის ველობილიკიდან სტარტი აიღო, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სანტები დედაქალაქის მასშტაბით, ათივე რაიონში გადაადგილდებიან, თბილისის მერიის სახელით მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ, დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან. პროექტის პირველ დღეს სანტებმა ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ნაძალადევის რაიონები მოიცვეს, 29 დეკემბერს კი, სანტები გლდანი-ნაძალადევის რაიონში გადაადგილდებიან. 30 დეკემბერს, პროექტი ისანი-სამგორის რაიონში, ხოლო 31 დეკემბერს კრწანისის რაიონში განხორციელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)