19:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 16:03:46, 2613 ნახვა

კომენტარი
ალდამოვის ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, დაკავებულები დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლნი იყვნენ

სპეცოპერაციისას დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, შესაძლოა დაკავებულები  დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლნი იყვნენ და ვერ აცნობიერებდნენ, რომ მათ გამოიყენეს. 

"ხომ არ არიან მორიგი მსხვერპლნი ეს ახალგაზრდები ამ დანაშაულებრივი ჯგუფის, რომლებიც გამოიყენეს, რომლებიც ვერ აცნობიერებდნენ",-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რუსლან ალდამოვის, რამაზ მარგოშვილის და ბადურ ჩოფანაშვილის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მათთვის წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

კიდევ ერთი დაკავებულის ზურაბ გორნაკაშვილის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.მისი პროცესი დღეს უკვე გაიმართა.გორნაკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში იმყოფება. მისი საქმის განხილვა ჩანიშნული არ არის.ადვოკატის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილი ოფიციალურად ბრალდებულადაც არაა ცნობილი. სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics